ბალოტელი მატუიდის: “ყველა იტალიელი ასეთი არ არის”
“ნიცას” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ “იუვენტუსის” ნახევარმცველს, ბლეზ მატუიდის თანადგომა გამოუცხადა.
6 იანვარს, იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ტურინის “იუვენტუსმა” სტუმრად “კალიარი” 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, მეტოქე გუნდის ფანებმა მატუიდის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.
“დღეს რასისტული შეურაცხყოფა მომაყენეს. სუსტმა ადამიანებმა ჩემი შეშინება სიძულვილით სცადეს. ფეხბურთში ყველანი თანასწორები ვართ, ამიტომაც ვარ მე აქ”, – დაწერა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში.
დღეს ბალოტელიმ Instagram-ში განცხადება გამოაქვეყნა და მატუიდის მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ბლეზ, მე ეს გამომიცდია, ამან შენზე გავლენა არ უნდა იქონიოს. ყველა იტალიელი ასეთი არაა. წარმატებები, ძმაო”, – წერს ბალოტელი.
Victime de propos racistes lors du match Cagliari – Juventus, je ne peux laisser passer cela sans réagir ? https://t.co/Z78HWxgi1d pic.twitter.com/dqY31mEoug
— Blaise Matuidi (@MATUIDIBlaise) January 6, 2018