“ტორპედომ” სტერეოტიპი დაამსხვრია: ჩემპიონმა გუნდმა 18 ფეხბურთელი შეინარჩუნა
საქართველოში გავრცელებულია ტენდენცია, რომ ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდების უმრავლესობა ბირთვს ვერ ინარჩუნებს და დანაკლისს ახალი მოტამაშეებით ავსებს. ამ ტენდენციას ხშირად არც ჩემპიონი არ მოწინავე პოზიციებზე მყოფი გუნდები არღვევენ. თუმცა, ეს სტერეოტიპი წელს “ტორპედომ” დაამსხვრია.
მიუხედავად არაერთი კლუბის დაინტერესებისა და მათგან მიღებული შემოთავაზებისა, კლუბის ხელმძღვანელობამ სამწვრთნელო შტაბთან ერთად მოახერხა გუნდში 18 ფეხბურთელის დატოვება. ცხადია, ამ ყველაფერს თან ფეხბურთელების სურვილიც ახლდა.
გასული სეზონის შემდეგ, კლუბი კახა მეშველიანმა, გურამ ადამაძემ, გიორგი ბერიაშვილმა, მათე კვირკვიამ და გუგა ფალავანდიშვილმა დატოვეს, გაბრიელ საღრიშვილი კი “ტორპედომ” “წყალტუბოში” გაანათხოვრა.
როინ კვასხვაძე (კ), მაქსიმე ქვილითაია, დავით ხურცილავა, გიორგი გურული, ანრი ჭიჭინაძე, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, ოლეგ მამასახლისი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, ვლადიმირ კორობკა, ლევან კუტალია, თორნიკე კაპანაძე, ბექა ტუღუში და ლაშა კუჭუხიძე ახალ სეზონს “ტორპედოში” დაიწყებენ.
ორი ახალწვეულიცაა: მიხეილ სარდალიშვილი და ტარიელ ხაინდრავა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა გუნდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.