“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “დიბალა ჩვენი მომავლის გასაღები არ არის”
“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ევროპულ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პარიზელები პაულო დიბალის ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი.
“დიბალა? იტალიაში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მსგავსად დიბალასი. თუმცა, ჩვენ მის ტრანსფერზე არ ვმუშაობთ. “იუვენტუსს” მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუკავშირდებით, თუ თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს ჩვენს კლუბში გადმოსვლის სურვილს.
შეიძლება ითქვას, რომ დიბალა “პარი სენ-ჟერმენის” მომავლის გასაღები არ არის.
ანჩელოტი და კონტე? იტალიაში მწვრთნელიც ძალიან ბევრია. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ უნაი ემერის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ,” – აცხადებს ნასერ ალ-ხელაიფი.