კოუტინიო: “ლივერპული” მუდამ ჩემს გულში იქნება!”
კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოფილ კლუბ “ლივერპულს”, ყოფილ თანაგუნდელებსა და ფანებს მადლობას უხდის.
“ლივერპულში ჩასვლის მომენტიდან, მე და ჩემი ოჯახი თავს კარგად ვგრძნობდით. ჩვენ ბევრი მეგობარი შევიძინეთ. როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ ამ კლუბისა და მისი ფანების სითბოს ვგრძნობდით. იმედი მაქვს, “ლივერპულის” ფანებს ჩემი თამაშით ვახარებდი.
როცა “ლივერპულში” გადავდიოდი, ვიცოდი ამ კლუბის დიდი ისტორიის შესახებ, მაგრამ რაც იქ ყოფნის პერიოდში ვისწავლე, ფასდაუდებელია. “ლივერპულს” იმიტომ ვტოვებ, რომ “ბარსელონა” ჩემი ოცნებაა. იმედი მაქვს, გულშმატკივრები გამიგებენ, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
იურგენსა და ბრწყინვალე გუნდს წარმატებას ვუსურვებ. ეს გუნდი დროდადრო პროგრესირებს. ბევრი ადამიანია, ვისთვისაც პირადად მსურს მადლობის გადახდა. კლუბის ყველა წევრი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო – ყველანი მომენატრებით. მადლობა ხელმძღვანელებს, რომლებმაც ნდობა გადამიხადეს. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები დამეხმარნენ იმაში, რომ გავზრდილიყავი როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება – ყველას მადლობა. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – “ლივერპულის” ფანები. ვერასოდეს შევძლებ საკმარისად გადაგიხადოთ მადლობა იმისათვის, რაც თქვენ ჩემთვის ამ კლუბში ყოფნის პერიოდში გააკეთეთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად წავალ, “ლივერპული” ყოველთვის ჩემს გულში იქნება. თქვენ, კლუბი და ქალაქი ჩემი ცხოვრების ნაწილად რჩებით.
You’ll Never Walk Alone”, – წერს კოუტინიო.