როგორ მიულოცეს კახა კალაძემ და შევჩენკომ ჯენარო გატუზოს დაბადების დღე (ვიდეო)
9 იანვარს, “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი და გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო 40 წლის გახდა. “რინოს” დაბადების დღე ყოფილმა თანაგუნდელებმა მიულოცეს, მათ შორის კი კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკოც იყვნენ.
ანდრეი შევჩენკო: “გამარჯობა, რინო. გილოცავ დაბადების დღეს! ჩვენ “მილანში” ერთად მივედით, წარმატებები და რთული მომენტები ერთად გადავლახეთ. მე კარგად გიცნობ, ამიტომ შენს ბიჭებს ვეტყვი, რომ ისეთი შემართებით ითამაშონ, როგორც ამას შენ აკეთებდი. “მილანთან” ერთად ბევრ წარმატებას გისურვებ. ჩემო მეგობარო, გთხოვ, გამუდმებით ყვირილი შეწყვიტო, რადგან მატჩის ყურებისას კომენტატორის ხმა არ მესმის. გილოცავ! მიყვარხარ!”
კახა კალაძე: “ძვირფასო რინო, ჩემო ძმაო, გილოცავ დაბადების დღეს! მახსოვს, როგორ ველოდებოდით ხოლმე 9 იანვარს, დღეებს, საათებსა და წუთებს ვითვლიდით. ახლა ერთმანეთისაგან შორს ვიმყოფებით, მაგრამ შენ ყოველთვის ჩემს გულში ხარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ. წარმატებები!”