“საბურთალო”-2 15 იანვარს შეიკრიბება
“საბურთალო”-2, რომელმაც რეგიონალურ ლიგის ერთ-ერთ ზონაში პირველობა არავის დაუთმო და წლეულს ლიგა-3-ში ითამაშებს, ახალი სეზონისთვის მზადებას 15 იანვრიდან შეუდგება. რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით გუნდი “ბენდელას” სახელობის სტადიონზე მოემზადება. 13 რიცხვში კი “საბურთალო”-2 სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
საბურთალოელებმა ამხანაგური მატჩებიც დაგეგმეს – მოსამზადებელ ეტაპზე თბილისელები სხვადასხვა გუნდებს დაუპირისპირდებიან, როგორც ეროვნული ლიგის, ასევე ლიგა 1 გუნდებს. გადაწყვეტილია ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანული “გაბალას” ფარმ-კლუბთან, რომელიც დედაქალაქში შეკრებას გაივლის.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდიდან 17 წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელია გამოძახებული. ესენია არიან: გიორგი გულიაშვილი, ცოტნე კაპანაძე, ცოტნე ჩოთალიშვილი და შოთა ნონიკაშვილი. რაც შეეხება “საბურთალოს” 17 წლამდელთა გუნდს – ნაკრების ღირსებას თორნიკე ასკურავა და ლადო ჩიხრაძე დაიცავენ.
ამხანაგური მატჩების განრიგი:
21 იანვარი: საბურთალო-თბილისი 2016
25 იანვარი: საბურთალო-ლოკომოტივი (პირველი კლუბი)
30 იანვარი: საბურთალო-გაბალა
4 თებერვალი: საბურთალო-ვიტ ჯორჯია (პირველი კლუბი)
10 თებერვალი: საბურთალო-თელავი
17 თებერვალი: საბურთალო-ნ.დინამო
ხოლო 14 და 21 თებერვალს საკონტროლო მატჩების მეტოქეები უახლოეს დღეებში გაირკვევა.