სტარიჯი “ინტერში”?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ სტარიჯმა თავისი თავი მილანის “ინტერს” შესთავაზა.
28 წლის თავდამსხმელს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა სურს, ამიტომ მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
ინგლისელ ფეხბურთელს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. ამავდროულად, არ არის გამორიცხული, “ინტერი” იკარდიმ დატოვოს, მისი ადგილი კი სწორედ სტარიჯმა დაიკაოს.
სტარიჯმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში სამი გოლის გატანა და სამი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.