ვაგნერ გონსალვესი: “საბურთალოს” ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია”
“საბურთალოს” ბრაზილიელი ლეგიონერი ვაგნერ გონსალვესი უკვე თბილისშია და დღეს კლუბთან ერთად ივარჯიშა კიდეც. სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ვაგნერს თბილისურ კლუბში დაბრუნება მიულოცეს. ლეგიონერმა ლუბის ვებ-გვერდთან ისაუბრა.
“ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ საქართველოში, “საბურთალოში” დაბრუნებით. ემოციური და სასიამოვნო წუთებია. აქაური გარემო, ძალიან მომენატრა. სიმართლე გითხრათ ნოსტალგიას ვგრძნობდი – მიუხედავად იმისა, რომ საბურთალოელებთან ხშირად მქონდა კონტაქტი, მწვრთნელები, ფეხბურთელები, ხელმძღვანელები მომენატრნენ.”
“ინტერნეტის საშუალებით “საბურთალოს” თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს. ვფიქრობ, კლუბს კარგი სეზონი ჰქონდა, ძალიან გული დამწყდა, რომ ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა. არადა, ამის რესურსი და შესაძლებლობა ნამდვილად იყო. არაუშავს, მომავალ სეზონში ახლა უკვე მეც მათთან ერთად დიდ მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. “საბურთალოს” ნამდვილად შეუძლია ჩემპიონობაზე იფიქროს. გასული წლისგან განსხვავებით კლუბი ბევრად გაძლიერებულია.”
“რაც შეეხება ჩემს უკვე ყოფილ კლუბს – “სერკლ ბრიუგეში” არ ამეწყო კარიერა და ამიტომაც გუნდის შეცვლა გადავწყვიტე. არც დავფიქრებულვარ “საბურთალოში” თამაშზე. პირიქით – ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ კვლავ თბილისურ კლუბში მეთამაშა. წამოსვლისას მწვრთნელთან არ მისაუბრია – არ იყო მეგობრული და კონტაქტური კლუბი,” – ამბობს ლეგიონერი.