“ინტერი” “ბარსელონასგან” რაფინიას ინათხოვრებს
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, “ნერაძური” 24 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს არენდის წესით აიყვანს.
რაფინიამ “ინტერში” სამედიცინო შემოწმება უახლოეს პერიოდში უნდა გაიაროს, რის შემდეგაც მხარეები საიჯარო კონტრაქტს მოაწერენ ხელს.
რაფინიამ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.