გიორგი ჯიქიას რასიზმში ბრალი დადეს (ფოტო)
13 იანვარს, სოციალურ ქსელ Twitter-ში მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურ გვერდზე გიორგი ჯიქიას მიერ გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა, რომლის გამოც კლუბს ბოდიშის მოხდა მოუწია.
ჯიქიამ ვიდეო ბრაზილიელ თანაგუნდელებს გადაუღო, მის სიტყვებს კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა: “ნახეთ, როგორ დნებიან შოკოლადები მზეზე.” უცხოურმა გამოცემებმა ჯიქია ამ სიტყვების გამო რასიზმში დაადანაშაულეს.
მალევე, “სპარტაკმა” სოციალური ქსელიდან ვიდეო წაშალა და განცხადება გამოაქვეყნა: “სპარტაკი” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უხერხული პოსტის გამო ბოდიშს იხდის. სპორტსმენს შეურაცყოფის მიყენება არავისთვის სურდა.”
მოგვიანებით “სპარტაკმა” ჯიქიასა და ლუის ადრიანოს განცხადებაც გაავრცელა, ფეხბურთელები გუნდში რასიზმის არსებობას უარყოფენ.
Спартаковские бразильцы: «Джикия – наш друг, наш брат!» pic.twitter.com/LtswcqPiW4
— FC Spartak Moscow (@fcsm_official) January 13, 2018