მოურინიო: “შესაძლოა, მხითარიანი სანჩესის ტრანსფერში ჩავრთოთ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ კლუბს ალექსის სანჩესის შეძენა სურს. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, არის შანსი იმისა, რომ სანჩესის ტრანსფერში ჰენრიხ მხითარიანიც ჩართონ.
“მხითარიანი ჩვენი ფეხბურთელია და მასზე საუბარი შემიძლია. ის მომწონს. გასულ სეზონში, ჰენრიხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ევროპის ლიგის მოგებაშიც დაგვეხმარა. შესაძლოა თუ არა მისი ალექსის სანჩესის ტრანსფერში ჩართვა? შესაძლებელია, მაგრამ ასევე, შესაძლებელია ისიც, რომ ჰენრიხი გუნდში დარჩეს”, – განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონსი მხითარიანს მანჩესტერელთა რიგებში თამაში იშვიათად უწევს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ “არსენალში” გადასვლა თავად სომეხ შემტევსაც სურს.