კლოდ პუელი: “შესაძლოა, წელს მარეზის ფასი 100 მილიონი გახდეს”
“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლოდ პუელმა პრესასთან რიად მარეზის მომავალი განიხილა და აღნიშნა, რომ ალჟირელი შემტევი ისევ უახლოვდება ფორმის პიკს და შესაძლოა, მომავალში მისი ფასი 100 მილიონ ფუნტამდეც აიწიოს.
“შესაძლოა, წელს მისი ფასი 100 მილიონი გახდეს, ან ამ ნიშნულსაც გასცდეს. ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ, უბრალო ჭორებია მის შესახებ.
რაც მთავარია, ჩვენ მის სახეზე ღიმილს ვხედავთ, მარეზს სიამოვნებს ფეხბურთის თამაში და თავის თანაგუნდელებთან ურთიერთობა. მინდა, ცოტა დაისვენოს, მაგრამ ვარჯიშების შემდეგ მაინც თამაშობს და თავს იტვირთავს.
ძალიან ბევრს მუშაობს და შედეგიც აქვს, გუნდისთვის ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის უდიდეს პროგრესს განიცდის და იმედია, მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება,” – აცხადებს პუელი.