დე ხეა: “ახლა ჩემს კონტრაქტზე საუბრის დრო არაა”
დავიდ დე ხეას “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 27 წლის მეკარე ახალი ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს. თანაც, უფრო აქტუალური ხდება ესპანელის მადრიდის “რეალში” გადასვლის საკითხი.
დავიდი არ ფიქრობს, რომ ახლა თავის მომავალზე სასაუბროდ კარგი დროა.
“ახლა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. არ ვფიქრობ, რომ ჩემი მომავლის განსახილველად სათანადო მომენტია.სეზონის დასრულებამდე ბევრი თამაშია დარჩენილი და აუცილებელია, მათზ ევკონცენტრირდეთ. პირველ რიგში, ამას “ბარნლიზე” ვამბობ, რომელსაც ამ უქმეებზე დავუკვირდებით.”
“მადრიდის “რეალი”? ესპანური გრანდი შესანიშნავი გუნდია და მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს. მათ დიდ პატივს ვცემ, ისევე, როგორც სხვა ესპანურ გუნდებს. თუმცა, ახლა მხოლოდ “მანჩესტერის” წარმატებაზე მინდა ვიზრუნო,” – ამბობ დე ხეა.