“ინტერმა” შესაძლოა, მატეო კოვაჩიჩი დაიბრუნოს
იტალიურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ცნობებს თუ დავეყრდნობით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები საკმაოდ აქტიურად ცდილობენ “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის დაბრუნებას.
როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის ხორვატ ფეხბურთელს მილანელები “ცზიანსუ სუნინის” ჰავბეკის, რამირესის ალტერნატივად განიხილავენ, რომლის სანაცვლოდაც ჩინელები საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ “რეალში” გადასვლამდე კოვაჩიჩი სწორედ “ნერაძურის” ღირსებას იცავდა (2013-2015 წლებში). გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე სეზონში ზიდანი კოვაჩიჩს დიდად არ ენდობა (მხოლოდ 31 წუთი ლა ლიგაში), დიდია შანსი, რომ მან “ბერნაბეუდან” წასვლის შესაძლებლობა გამოიყენოს.