ზიდანი: “პანიკაში არასდროს ვვარდები, არც არასდროს დავნებდები”
დღეს მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურში ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლებს.
“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ჩემ და მმართველობას შორის არასდროს ყოფილა პრობლემა. ჩვენ მუდამ ერთი აზრი გვაქვს. თუ მკითხავთ, არც არსებობს მწვრთნელისა და მესვეურების შეხედულებები ცალცალკე. ეს ერთი რამაა. სწორედ ერთობლივი ანალიზით მივედით იქამდე, რომ ამ ზამთარში არავის შეძენა არ გვინდა.”
“არ ვღელავ, რადგან პრობლემის გადაჭრის გზები არსებობს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შანსების გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის მთელი თამაშის მანძილზე, პირველიდან ბოლო წუთამდე ბრძოლაა საჭირო. პანიკაში არასდროს ვვარდები და მხოლოდ პოზიტიურზე ვფიქრობ. ამ კლუბის ღირებულებებიდან გამომდინარე და მათ გამო, არასდროს დავნებდები!”
“რაც შეეხება “დეპორტივოს”, ის ძალიან კარგი გუნდია და მაქსიმალური კონცენტრაციის გამოჩენაა აუცილებელი!” – აცხადებს “ზიზუ”.