დანი ალვეშის უცნაური პოსტი ფრანგ არბიტრთან დაკავშირებით
“პარი სენ-ჟერმენის” მარჯვენა მცველი, დანი ალვეში “ლიონთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
როგორც იცით, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, პსჟ-სა და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში არბიტრმა 57-ე წუთზე ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. ალვეში მოედნის ცენტრში დაჯარიმდა, შემდეგ კი ემოციები ვეღარ მოთოკა.
ალვეშის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მიჰყვა. ბევრის აზრით, მისი განცხადება უცნაური და არაპროფესიონალურია.
“გადაწვყეტილება მიღებულია, ბრძოლა უკვე წაგებულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით მსაჯი თავადაც დამარცხდა. როდიდან ნიშნავს რაიმეზე განსხვავებული აზრის ქონა უპატივცემულობას? თუ გინდათ, თქვათ, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო, შეგიძლიათ, თქვათ, პრობლემა არ არის. მაქვს მხრები, რომლებიც დიდია და ბურთების წყვილი, რომელსაც გვერდებიდან ჩემი ფეხები იცავენ”, – წერს 34 წლის ფეხბურთელი Instagram-ში.