სანდრო რამირესი “სევილიაში” ითამაშებს
მერსესაიდის “ევერტონის” თავდამსხმელი, სანდრო რამირესი ანდალუსიის “სევილიაში” ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება. ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.
22 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე, არენდის წესით იასპარეზებს ესპანურ კლუბში. სევილიელებმა ამისთვის ინგლისელებს 9.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. რამირესი გასულ სეზონში “მალაგაში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გადავიდა “ევერტონში”, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, თხუთმეტი შეხვედრა ჩაატარა. არც ისე წარმატებული ნახევარი სეზონის შემდეგ, სანდრომ სამშობლოს მიაშურა.
იმასაც გეტყვით, რომ “სევილიასთვის” რამირესი მეოთხე შენაძენია. ანდალუსიელებმა აქამდე გილერმე არანა, როკე მესა და მიგელ ლაიუნი იყიდეს.