“ლესტერ სიტიმ” რიად მარეზი 200 000 ფუნტით დააჯარიმა
უკვე მესამე დღეა, რაც “ლესტერ სიტის” ალჟირელი ვარსკვლავი, რიად მარეზი ვარჯიშზე არ გამოჩენილა. შესაბამისად, “მელიებმა” შესაფერისი ზომები მიიღეს და ფეხბურთელი ორი კვირის ხელფასით, 200 000 ფუნტით დააჯარიმეს.
როგორც იცით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ მარეზი აქტიურად ითხოვდა ტრანსფერზე დაყენებას, უნდოდა რა კარიერის “მანჩესტერ სიტიში” გაგრძელება, თუმცა “ლესტერშირელები” მას ხელს არ უწყობდნენ.
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ქალაქელებმა” “მელიებს” 50 მილიონი ფუნტი შესთავაზეს ამ ტრანსფერის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღეს – “ლესტერი” 80 მილიონს ითხოვს.
რიად მარეზმა კლუბის ეს ნაბიჯი გააპროტესტა და ზედიზედ სამი ვარჯიში გააცდინა, ისევე როგორც “ევერტონთან” წაგებული მატჩი (2-1).