კარაგერი: “კოუტინიო არც ისე კარგია, რომ მასში გადახდილ თანხად ღირდეს”
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ზამთარში გუნდიდან ფილიპე კოუტინიოს გაშვება კლუბის ხელმძღვანელობას არ მოუწონა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გაიღო (კიდევ 40 მილიონი ევროს მიღევა “ლივერპულს” ბონუსის სახით შეუძლია).
“სატრანსფერო კამპანიას დადებითად ვერ შეაფასებ, თუ შენგან საუკეთესო მოთამაშე მიდის, მით უფრო იანვარში. “ლივერპულის” ნებისმიერ ფანს გაუხარდა, როცა კოუტინიო გასული წლის ზაფხულში ჩვენთან დარჩა.
ის არც ისე კარგი ფეხბურთელია, რომ ამ თანხად ღირდეს. მე მას გუნდში დავტოვებდი, სეზონის მეორე ნაწილსაც “ლივერპულში” ითამაშებდა და ზაფხულში 20-30 მილიონი ევროთი იაფად გავუშვებდი. ჩვენ ინგლისის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვდივართ, ამიტომ მისი დარჩენა მნიშვნელოვანი იქნებოდა”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს “დეილი მეილი”.