დე ლაურენტისი: “სკუდეტოს” ბედს ტრავმები და მსაჯის შეცდომები გადაწყვეტს”
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა La Gazzetta dello Sport-თან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შოირს “ნეაპოლელთა” და “ტურინელთა” შორის არსებულ სხვაობაზე.
“სერია ა-ს ერთადერთი კლუბი ვართ, რომელსაც ვალები არ აქვს. ჩემი აქ მოსვლის შემდეგ გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფაქტობრივად, გაკოტრებული გუნდი ჩავიბარე, ახლა კი დადებითი შედეგი გვაქვს ფინანსური თვალსაზრისით. თუმცა “ნაპოლის” წლიური შემოსავალი “იუვეს” მესამედს უდრის.
ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ “იუვეს” იტალიის ყველაზე დიდი ოჯახი მართავს. ანიელის ოჯახი ამ პოზიციაში 100 წელია იმყოფება. აქ საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება, არამედ კავშირებს.
არ ვფიქრობ, რომ “სკუდეტოს” ბედს “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება გადაწყვეტს. ყველაფერი ტრავმებსა და მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომებზე იქნება დამოკიდებული,” – აცხადებს დე ლაურენტისი.