ოფიციალურად: ევგენი ბოხაშვილი ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია
უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ევგენი ბოხაშვილი ამპლუით ფორვარდია. 25 წლის ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედოში” სინჯებზე იმყოფებოდა და ამხანაგურ შეხვედრებში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ბოხაშვილი კლუბში დარჩა და “ტორპედოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მოთამაშეს, რომელიც “დნიპროს” აღზრდილია, კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული. “დნიპროს” გარდა, მას სხვადასხვა დროს “კრივბასის”, “კარპატის”, “ვოლინის, “ნაფტოვიკისა” და “რუხის” ღირსებაც დაუცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალწვეული უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.