მოურინიო: “ჰადერსფილდის” დასამარცხებლად ბერლინის კედლის დანგრევა მოგვიწია”
დღეს პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები შედგა. ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ჰადერსფილდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა.
“მთელი მატჩის მანილძე ბურთს ვფლობდით და თამაშსაც ვაკონტროლებდით. პირველ ნახევარში, ალბათ, 85 იყო ჩვენკენ, ბურთის ფლობის მხრივ. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმში ზეწოლა გავაძლიერეთ, რამაც შედეგი გამოიღო. გოლი გავიტანეთ, თუმცა არ მოვდუნდით. რაც შეეხება დაცვას, ჩემი ბიჭები უკან უშიშრად იდგნენ და საფრთხე არ შეგვქმნია.”
“მშვიდად ყოფნა, არსებული ტაქტიკით თამაშის გაგრძელება და, საბოლოოდ, დავიდ ვაგნერის ბერლინის კედლის დანგრევა მოგვიწია. ის ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, თუმცა მაინც მოვახერხეთ მისი დემონტაჟი,” – აცხადებს სეუ ჟოზე.