ვალვერდემ საფრთხეში მყოფი სუარესი დაიცვა: “მისი აგრესიულობა ჩვენთვის სასარგებლოა”
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლუის სუარესი დაიცვა, რომელსაც “ვალენსიასთან” მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში კოპა დელ რეის ფინალის გამოტოვება მოუწევს.
“ლუის სუარესთან მის ხასიათზე არაერთხელ მისაუბრია. მისი აგრესიულობა შეტევაში, თუ როგორ ცდილობს სივრცეების გათავისუფლებასა და გოლების გატანას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა. თუნდაც ზოგჯერ ეს ყვითელ ბარათად დაუჯდეს.
წინ ნახევარფინალური ეტაპის მატჩი გველის. სუარესი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და იცის, როგორ აკონტროლოს საკუთარი თავი. მოედანზე ყველაფერი უნდა დავდოთ მოსაგებათ. ფინალზე კი მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს,” – აცხადებს ვალვერდე.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” “მესტალიაზე” გამარჯვებულის სტატუსით მიემგზავრება (1-0).