წყალტუბოს “სამგურალი” თურქეთში იმყოფება (ვიდეო)
საფეხბურთო კლუბი ,,სამგურალი” თურქეთის საკურორტო ქალაქ სიდეში იმყოფება. წყალტუბოელებმა სასტუმრო ,,Side star resort” -ში დაიდეს ბინა. პირველი ვარჯიში დღეს დილის 11 საათზე შედგა. გია გიგატაძის გუნდი სიდეში 20 თებერვლამდე დარჩება და ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქეებისა და მატჩების განრიგის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერდისგან დღეს დეტალურ ინფორმაციას უნდა ველოდოთ.
წყალტუბოს ,,სამგურალის” 23 კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: ალექსანდრე ნუცუბიძე, ბექა ფანცხავა;
მცველები: გიორგი ნერგაძე, ზურაბ ენდელაძე, ივანე კილაძე, ბექა ბიბილაშვილი, თორნიკე შალიკაშვილი, თორნიკე კაკუშაძე, გიორგი ხელაძე;
ნახევარმცველები: უშანგი ბანძელაძე, თენგიზ ბრეგვაძე, გოგი გოგიჩაიშვილი, ნიკა შალამბერიძე, ზაურ გოგუაძე, ბაქარ ლაღაძე, ზურაბ ფანცხავა, ლევან მანაგაძე, ლუკა ჯანელიძე, ცოტნე ხარაბაძე;
თავდამსხმელები: გაგა ჩხეტიანი, მამუკა ღონღაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ლაშა ჩავჩიძე
ხელმძღვანელობა და პერსონალი:
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე; სპორტული დირექტორი: თედო ფესტვენიძე; მეკარეების მწვრთნელი: ოთარ ბობოხიძე; მენეჯერი: იასონ ბზიკაძე; ადმინისტრატორი: მურმან საღინაძე; ექიმი: ოთარ არჯევანიძე.
წყალტუბოს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი