“ლესტერის” ულტიმატუმი მარეზს: ალჟირელმა პრემიერ ლიგა უნდა დატოვოს
“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა გუნდის ალჟირელ ლიდერთან, რიად მარეზთან მცირე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
როგორც იცით, “მანჩესტერ სიტი” მზად იყო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 65 მილიონი ფუნტი გადაეხადა რიად მარეზის ტრანსფერში. თუმცა “მელიებმა” ამ წიანდადებას უარით უპასუხეს.ინგლისის პრემიერ ლიგის 2015/16 წლების ჩემპიონის ამ ქმედებამ მარეზის განრისხება გამოიწვია და ის ბოლო რამდენიმე დღე ვარჯიშზე არ გამოცხადებულა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა მაინც მიაღწიეს შეთანხმებას მარეზთან: რიადი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს “ლესტერის” დატოვებას, თუ კიდევ ერთხელ გამოთქვამს წასვლის სურვილს და პრემიერ ლიგასაც დაემშვიდობება.
მიმდინარე სეზონში მარეზმა 27-ჯერ მოიგო “ლესტერის” მაისური, გაიტანა ცხრა გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა.