მხითარიანმა ერთმანეთს ვენგერი და მოურინიო შეადარა
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ერთმანეთს “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ჟოზე მოურინიო შეადარა.
“ვენგერის ფილოსოფია ლამაზ თამაშს, მატჩის მოგებასა და სიამოვნების მიღებას გულისხმობს. მოურინიო ფეხბურთელებისგან ბევრს მოითხოვდა, მასთან ძალიან რთული იყო. არსენ ვენგერი უფრო მეგობრულია. მას ესმის ფეხბურთელების, მათ მდგომარეობაში შესვლა შეუძლია. აი, ეს არის ამ ორ სპეციალისტს შორის განსხვავება”, – ციტირებს მხითარიანის სიტყვებს SFR Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ სომეხი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2016 წლის ზამთრიდან 2018 წლის ზამთრამდე იცავდა, “არსენალში” კი ამა წლის 22 იანვარს გადავიდა.