“მანჩესტერ სიტიმ” “ლესტერი” გაანადგურა, აგუერომ პოკერი გაიფორმა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 27-ე ტურის შაბათის დღე “მანჩესტერ სიტისა” და “ლესტერ სიტის” დაპირისპირებამ დახურა, რომელიც საკმაოდ სახალისო და უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრაში ექვსი გოლი გავიდა, მათი უმეტესობა “მელიების” კარში – 5-1.
ანგარიში თამაშის მესამე წუთზე გაიხსნა, როდესაც სტერლინგმა დე ბრუინის საგოლე გადაცემის გამოყენება შეძლო. ვარდის ოცი წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად და შეხვედრაში ინტრიგის დასაბრუნებლად. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში კი აგუერომ გაიბრწყინა და ოთხი გოლი გაუტანა შმეიხელს(48′,53′,77′,90′). აღსანიშნავია შმეიხელის მიერ დაშვებული შეცდომა აგუეროს მესამე გოლის ეპიზოდში. რაც შეეხება კევინ დე ბრუინს, მან საგოლე გადაცემების ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
მომდევნო ტურში სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერ, “მანჩესტერ სიტი” “არსენალს” ეწვევა, “ლესტერშირელები” კი “სტოკ სიტის” მიიღებენ.
“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; ზინჩენკო (დანილო 60′), ლაპორტე, ოტამენდი (სტოუნზი 81′), უოკერი; გიუნდოგანი, ფერნანდინიო (ფოდენი 80′), დე ბრუინი; სტერლინგი, აგუერო, სილვა
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; დრაგოვიჩი, მაგირე, ფუქსი; ოლბრაიტონი, ჯეიმსი, ნდიდი, სილვა (სიმფსონი 47′), ჩილველი; დიაბატე (მარეზი 62′), ჯეიმი ვარდი
მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი