“ლივერპულმა” გასვლაზე “საუთჰემპტონი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” სამი ქულის წამოსაღებად “საუთჰემპტონს” ეწვია და თავისი მისია წარმატებითაც შეასრულა.
მატჩის სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე რობერტო ფირმინოს გოლით გაიხსნა, 42-ე წუთზე კი ფირმინოსა და სალაჰის მიერ გათამაშებული ბრწყინვალე კომბინაცია თავად ეგვიპტელმა ვარსკვლავმა დააგვირგვინა. თამაშის დარჩენილ ნაწილში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
ასე რომ, 27 ტურის შემდეგ “ენფილდელები” დაგროვებული 54 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ სატურნირო ცხრილში, “წმინდანები” კი 26 ქულით მე-18 საფეხურზე იმყოფებიან.
“საუთჰემპტონი”: მაკკარტი; ბერტრანდი, ჰოიდტი, სტეფანსი, სედრიკი; ლემინა (ბუფალი 57′), რომეუ (დეივისი 80′); ტადიჩი, ჰოიბიერგი, ვორდ-პრაუზი (შეინ ლონგი 71′) ; კარილო
მთავარი მწვრთნელი: პელეგრინი
“ლივერპული”: კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ემრე ჯანი, ვეინალდუმი; მუჰამედ სალაჰი (ლოვრენი 89′), ფირმინო (ლალანა 79′), სადიო მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი