ვან დეიკი “საუთჰემპტონის” ფანების სტვენაზე: “უსამართლობაა, მათ არ იციან”
მერსესაიდის “ლივერპულსა” და “საუთჰემპტონს” შორის გამართული მატჩი (0-2) ვირჯილ ვან დეიკისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომელიც “ენფილდზე” გადასვლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა “სენტ მერის სტედიუმს”.
ჰოლანდიელ მცველს “წმინდანების” ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. ვან დეიკმა ამაზე პრესასთან ისაუბრა:”უბრალოდ უნდა ისიამოვნო მომენტით – ეს ერთადერთია, რაც შემიძლია.
ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან უსამართლობაა, რადგანაც არავინ იცის, რა ხდებოდა ბოლო თვეების მანძილზე. პასუხის გაცემას არაავისთვის ვაპირებ, უბრალოდ თავს დავხრი და სიამოვნებას მივიღებ.
რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როდესაც “საუთჰემპტონს” ასეთ დღეში ვხედავ. იქ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ამ კლუბის ვითარება ნამდვილად მადარდებს. მჯერა, რომ ისინი გასავარდნ ზონას თავს დააღწევენ,” – აცხადებს ვან დეიკი.