“იუვენტუსი” ჰარი კეინის სანაცვლოდ რეკორდულ თანხას ამზადებს
ტურინის “იუვენტუსი” “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფორვარდ ჰარი კეინით დაინტერესდა. “დონ ბალონის” თანახმად, “ბებერი სინიორა” მზად არის, ინგლისელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თუ ეს გარიგება შედგება, ჰარი კეინი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება. როგორც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის რეკორდი ნეიმარს ეკუთვნის, რომელიც “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთის მეტოქეები არიან. წყვილის პირველი შეხვედრა 13 თებერვალს, ტურინში, ხოლო საპასუხო 7 მარტს, ლონდონში გაიმართება.
ჰარი კეინი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ღირსებას 2011-2012 წლების სეზონიდან იცავს. მასსა და კლუბს შორის დადებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი კეინის სატრანსფერო ღირებულებას 120 მილიონ ევროდ აფასებს.
ინგლისელმა ფორვარდმა მიმდინარე გათამაშებაში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.