მანე ჰეთ-ტრიკის გაფორმების შემდეგ: “გუნდურობის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ”
“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ბრწყინვალედ დაიწყო – “წითლები” “პორტუს” ეწვივნენ და პორტუგალიელები გამანადგურებელი ანგარიშით, 0-5 დაამარცხეს.
მატჩის გმირი სადიო მანე გახლდათ, რომელმაც ჰეთ-ტრიკი გაიფორმა:”სიმართლე გითხრათ, ადვილი თამაში ნამდვილად არ ყოფილა. გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ, რადგანაც პირველივე წუთებიდან სწორი დამოკიდებულება გამოვიჩინეთ მეტოქის მიმართ.
ყველაზე მეტად, ალბათ, მესამე გოლი მომეწონა, ძალიან ლამაზი იყო. თუმცა რომ არა თანაგუნდელები და გუნდური თამაში, არაფერი გამოგვივიდოდა. გუნდურობის გარეშე არაფერი ვართ,” – აცხადებს მანე.