დიდებული სანახაობა “სანტიაგო ბერნაბეუზე” – “რეალმა” “პსჟ”-ს გაკვეთილი ჩაუტარა (ვიდეო)
ოთხშაბათს “სანტიაგო ბერნაბეუმ” გიგანტების ჯახს უმასპინძლა – ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულმა, მადრიდის “რეალმა” ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და კარგი გაკვეთილიც ჩაუტარა.
მცირე კრიზისში მყოფმა “ბლანკოსმა” ყველას დაუმტკიცა, რომ კლასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრანსფერებში გადაყრილი დიდძალი ქონება. გარდა ამისა, ზინედინ ზიდანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გონივრულობა, ემერიმ კი – უცნაური გადაწყვეტილებებით დაგვამახსოვრა თავი.
თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საწყის წუთებში ახალგაზრდული “პსჟ” მართლაც რომ თვალწარმტაც ფეხბურთს თამაშობდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს გუნდი ბოლომდე შეთამაშებული ჯერ ვერ არის.
ანგარიში 33-ე წუთზე რაბიომ გახსნა, რასაც ლო სელსოს გამოცუდელობის გამო დანიშნული პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი გოლად რონალდუმ გარდასახა. მატჩის ბედი კი ზიდანის მიერ გამოცნობილმა მარკო ასენსიოს ცვლილებამ ბოლო 20 წუთში გადაწყვიტა – მადრიდელები იმდენად დამაჯერებლები იყვნენ, რომ მათ გამარჯვებაში ეჭვი არავის შეპარვია.