იურგენ კლოპის “მფრინავმა ლივერპულმა” “პორტუ” არ დაინდო (ვიდეო)
დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მერსესაიდული “ლივერპული” დაუბრუნდა და ეს დაბრუნება შესაფერისად აღნიშნა – იურგენ კლოპის ბიჭებმა პორტუგალიური “პორტუ” გაანადგურეს.
ინგლისელების თამაში, როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან ახლოს იყო უნაკლო პერფრომანსთან. ფეხბურთელები ზედმიწევნით ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებებს და შედეგიც მიიღეს – 0:5.
ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე გაიხსნა, რასაც ჯორჯინიო ვეინალდუმის საგოლე გადაცემასა და სადიო მანეს ბრწყინვალე დარტყმას უნდა ვუმადლოდეთ. მუჰამედ სალაჰმა მალევე მოახერხა ძალიან ლამაზი გოლის გატანა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში სენეგალელმა მანემ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (53′ 85′). თავისი და ამავდროულად საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა რობერტო ფირმინომაც (69′).
ასე რომ, “ენფილდელებს” მეოთხედფინალამდე ერთი ფორმალური მატჩი აშორებთ. ფორმალური მატჩი, რომელშიც კიდევ ერთხელ შესრულდება ლეგენდარული “YNWA”.