17-წლამდე ნაკრები ავსტრიელ თანატოლებთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება ავსტრიასთან მეორე ამხანაგური მატჩით დაასრულა. სამწუხაროდ, გიორგი ნემსაძის გუნდს ვერც მეორე შეხვედრაში დაეხმარნენ ტრავმირებული ფეხბურთელები – ცოტნე კაპანაძემ, შოთა ნონიკაშვილმა, ცოტნე ჩოთალიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრეს.
ავსტრიელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს, რასაც ჩვენი გუნდიდან გიორგი გულიაშვილმა უპასუხა ზუსტი დარტყმით – 1:2.
სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, შალიკაშვილი, დეკანოსიძე, კვარაცხელია, გულიაშვილი, ჩიხრაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: აშორდია, წაქაძე, გაგუა, ბაქრაძე, ჯანგველაძე, გოგოლაძე.
შეგახსენებთ, რომ 21-27 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ელის, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები არიან პოლონეთი, ირლანდია და მაკედონია.
Gff.Ge