16-წლამდე ნაკრებმა ლუქსემბურგი მეორედაც დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად ლუქსემბურგთან და 3:0 იმარჯვა. წინა შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გუნდმა 2:1 მოიგო.
შეხვედრამ მთლიანად ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, გოლებით კი მორჩილაძე, მირზიკაშვილი და ტალახაძე გამოირჩნენ.
კაპანაძე, დევდარიანი, ლატარია, არველაძე, ხორავა, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ხვედელიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ზურაბიანი, აბუაშვილი, ოსიყმაშვილი, ტორონჯაძე.
Gff.Ge