“საბურთალომ” შეკრება “ნეფტოხიმიკთან” გამარჯვებით დაასრულა
დედაქალაქურმა “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩი რუსეთის პირველობის მეორე ლიგელ “ნეფტოხიმიკთან” გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის დებიუტში გატანილი გოლით თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა, რომელმაც ვაგნერისგან მიიღო გამოზომილი გადაცემა. ცოტა ხანში ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ნოდარ იაშვილს მიეცა, მაგრამ ამპლუით მცველის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. პირველი ნახევარი თბილისელების სრული უპირატესობით წარიმართა.
მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქემ გაათანაბრა – ლაზარე კუპატაძის მიერ მოგერიებულ ბურთზე, ყველას ვიაჩესლავ სტეშნიმ დაასწრო და 1:1. 59-ე წუთზე ვაგნერმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა – ამჯერად, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, დიმიტრი ტატანაშვილმა თავური დარტყმით მორიგი გოლი გაიტანა “საბურთალოს” შემადგენლობაში. საბოლოოდ 2:1.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შეკრება დაასრულა და ახლა 5 მარტს ოფიციალური მატჩისთვის უკვე თბილისში გააგრძელებს მზადებას.
ჩვენმა კლუბმა ამხანაგური მატჩები წაუგებლად დაასრულა – თურქეთში “საბურთალომ” 8 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 მატჩში გაიმარჯვა, ამდენივე შეხვედრა კი ფრედ მორჩა.
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, გორგიაშვილი, ვაგნერი, ხარაიშვილი, კოხრეიძე, ტატანაშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: გოშთელიანი, ჯინჯოლავა.
ნეფტოხიმიკი: კომისოვი, კულიკოვი, შანინი, მოროზოვი, კამენშჩიკოვი, კანაევი, მალოლეტკოვი, გილიაზერტდინოვი, მარტინოვიჩი, შილაპოვი, ბოჩკოვი.
გოლები: 1:0 კოხრეიძე (12), 1:1 სტეშნი (49), 2:1 ტატანაშვილი (59).
“საბურთალოს” მეტოქეები და შედეგები თურქულ შეკრებაზე:
საბურთალო – კონკორდია (რუმინეთი) 2:1
საბურთალო – სეპსი (რუმინეთი) 0:0
საბურთალო – ბოტევი (ბულგარეთი) 2:0
საბურთალო – სტალი (უკრაინა) 3:3
საბურთალო – მარიუპოლი (უკრაინა) 2:2
საბურთალო – დინამო (სერბეთი) 2:2
საბურთალო – ალტინ ასირი (თურქმენეთი) 6:2
საბურთალო – ნეფტოხიმიკი (რუსეთი) 2:1