ვენგერი: “გვარდიოლა ჩემთან სახლში მოვიდა და მთხოვა, რომ “არსენალში” ამეყვანა”
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მისი კოლეგა პეპ გვარდიოლა შეაქო. ასევე, ფრანგმა სპეციალისტმა ძველი დრო გაიხსენა და თქვა, რომ ერთხელ გვარდიოლამ მას სახლში მიაკითხა, რადგან “არსენალში” თამაში სურდა.
“მასთან სხვადასხვა საკითხებზე მისაუბრია. ერთხელ, ის ჩემთან სახლში მოვიდა, რადგან “არსენალში” თამაში” სურდა. გვარდიოლას ყოველთვის შესანიშნავი გუნდები ჰყავდა. მას პატივს ვცემ, რადგან თავისი ხედვა, დამოკიდებულება და ფილოსოფია გააჩნია. წარმატებას რომც ვერ მიაღწიოს, მის მიმართ პატივისცემა მაინც მექნება, რადგან მან ფეხბურთზე დიდი გავლენა იქონია”, – უთხრა ვენგერმა beIN-ს.