მარსელომ “ბეტისთან” მატჩში ტრავმა მიიღო
“ბეტისთან” გამართული მატჩის საწყის წუთებში მომხდარი ინციდენტის გამო მადრიდის “რეალის” ფანებს, დიდი სანერვიულო გამოუჩნდათ – შეხვედრის პირველ ნახევარში საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო “მადრიდელთა” მცელმა, მარსელომ.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთი თამაშის 30-ე წუთზე დაიზიანა ისე, რომ “ბეტისის” არცერთი ფეხბურთელი არ შეხებია. მარსელომ თამაშის გაგრძელება სცადა, მაგრამ დისკომფორტი იგრძნო და ზიდანმა მის ნაცვლად მოედანზე ტეო ერნანდესი გაიყვანა.
გეტყვით იმასაც, რომ მარსელოს გარდა ჯანმრთელობასთან პრობლემები ტონი კროოსსა და ვალეხოსაც აქვთ. “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართმა მატჩმა კი 6 მარტს უნდა აიღოს სტარტი.