ლუკას მოურა: “ტოტენჰემს” ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი შეუძლია”
“პარი სენ-ჟერმენიდან” ლონდონის “ტოტენჰემში” გადასულ ლუკას მოურას სჯერა, რომ “სპურსს” არსებული ძალების საფუძველზე შეუძლია, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც იფიქროს.
“ყველას უნდა ისტორია დაწეროს, გუნდთან ერთად დიდი ტიტულები მოიგოს. გამონაკლისი არც მე ვარ, ჩემი მიზანია, ახალ თანაგუნდელებთან ერთად წარმატებებს მივაღწიო.
“ტოტენჰემი” ბრწყინვალე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნამდვილად გაოცებული ვარ გუნდური სულისკვეთებით და მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნება შეგვიძლია,” – აცხადებს ლუკას მოურა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში “ტოტენჰემმა” “იუვენტუსთან” ფრე (2-2) ითამაშა.