“ბაიერნმა” მოგებების საკლუბო რეკორდი გაიმეორა
მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის პლეი-ოფის პირველი მატჩი შინ, “ალიანც არენაზე” ჩაატარა და “ბეშიქთაში” გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.
ამ გამარჯვების წყალობით იუპ ჰაინკესის გუნდმა საკლუბო რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1980 წლის “რეკორდმაისტერმა” დაამყარა. საქმე მოგებათა სერიის ხანგრძლივობას ეხება – ზედიზედ 14 მატჩია, რაც “ბაიერნი” მოედანს გამარჯვებულის რანგში ტოვებს (ყველა ტურნირზე).
მიუნხენური კლუბის მომდევნო მეტოქე ბერლინის “ჰერტა” გახლავთ. მატჩი 24 თებერვალს, ბუნდესლიგის ფორმატით გაიმართება.
14 – @FCBayernEN have won their 14th consecutive match in all competitions, equaling their longest winning streak of all-time (from 1980). Unstoppable. #FCBBES @FCBayernUS pic.twitter.com/42Ga9tys4C
— OptaFranz (@OptaFranz) February 20, 2018