დე ხეა: “ბედნიერი ვარ, რომ გუნდი გადავარჩინე”
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ანდალუსიის “სევილიამ” “მანჩესტერ იუანიტედი” მიიღო. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “წითელი ეშმაკი”, დავიდ დე ხეა ესაუბრა.
“მათ ჰქონდათ შეხვედრის საუეკთესო მომენტი, თუმცა ვერ გამოიყენეს. ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, თუმცა “სევილიელები” ბურთს აკონტროლებდნენ. მეტოქემ მშვენივრად ითამაშა, მაგრამ ეს შედეგი ჩვენთვის მისაღებია. პირველი ნახევრის ბოლოს რთული ბურთი მოვიგერიე. ეს მატჩის უმნიშნელოვანესი მომენტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდი გადავარჩინე,” – ამბობს ესპანელი.