კვირკველია: “გრიზმანის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება”
მოსკოვის “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოს” დაუწყვილდა. წილისყრის შემდეგ საკუთარი მოსაზრება მოსკოველთა ქართველმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ დააფიქსირა.
“წილისყრით კმაყოფილი ვარ, რადგანაც უმაღლესი დონის გუნდი შეგვხვდა, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს დონეს. ეს კარგი გაკვეთილი იქნება “ლოკომოტივისთვის”. მადრიდელების თამაშს მუდმივად თვალს ვადევნებ, ისინი კარგად არიან შეთამაშებულები.
რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რა თქმა უნდა, ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად და საკუთარი ძალების განსავითარებლად. ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს.
დიეგო სიმეონე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია, თუმცა იური პავლოვიჩ სემინი ასე არ ფიქრობს. ფაქტია, რომ მადრიდელებს ადვილი გასეირნება არ ელით.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება გრიზმანის წინააღმდეგ თამაში. ხელწამოსაკრავი მეტოქე არც ბალოტელი ყოფილა, მაგრამ მას ვაჯობეთ,” – აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.