მილინკოვიჩ-სავიჩმა სუსოს შეაფურთხა (ვიდეო)
28 თებერვალს, იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მილანელებმა იმარჯვეს.
დამატებით ტაიმებში მოედანზე ინციდენტი მოხდა. მასპინძელთა ფეხბურთელმა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა სუსოს წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. გაფრთხილების შემდეგ, გაბრაზებულმა სერბმა ნახევარმცველმა ესპანელ მეტოქეს შეაფურთხა.
ინციდენტთან დაკავშირებით, სუსომ La Gazzetta dello Sport-თან კომენტარი გააკეთა.
“იმ მომენტში ვერ მივხვდი, რომ მილინკოვიჩ-სავიჩმა შემაფურთხა. დონარუმამ დაინახა და ამის შესახებ მითხრა. მოგვიანებით, ამ ამბავთან დაკავშირებით დედაჩემიც მესაუბრა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ფინალში ვართ, მილინკოვიჩ-სავიჩი კი – არა”, – განაცხადა სუსომ.