ედენ აზარმა პრემიერ ლიგის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლონდონის “ჩელსის” შემტევმა, ედენ აზარმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
ბელგიელი მოთამაშის აზრით, ყველასაგან გამორჩეული მისი თანამემამულე, კევინ დე ბრუინია.
“ჩემი აზრით, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დე ბრუინი, მოჰამედ სალაჰი და ჰარი კეინი არიან. თუმცა, ვფიქრობ, გამორჩეული დე ბრუინია. მას ყველაფერი აქვს – სისწრაფე, პასი და დარტყმა”, – ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.Com.