ვენგერის კომენტარი “ბრაიტონთან” მარცის შემდეგ
“მანჩესტერ სიტისთან” ზედიზედ ორ წაგებულ მატჩს ლონდონური “არსენალისთვის” “ბრაიტონთან” განცდილი დასანანი მარცხი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, არსენ ვენგერი თვითდაჯერებულობას არ კარგავს და მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს.
“საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ არის ჩვენი არსებობის მანძილზე, მაგრამ როგორმე უნდა გადავლახოთ. მთავარია, მენტალურად და ფიზიკურად დავლაგდეთ და ძალები აღვიდგინოთ.
მსგავსი რამ ჩემს კარიერაში პირველად ხდება და ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა საკმარისი გამოცდილება და სურვილი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო.
წინ “მილანთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. თვითდაჯერებულები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით რთული იქნება,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ “არსენალს” პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 თამაში აქვს წაგებული, რაც 2002 წლის შემდეგ პირველად მოხდა.