ვაკო გვილიას საგოლე გადაცემა შვეიცარიის ჩემპიონატში (ვიდეო)
დღეს შვეიცარიის სუპერ ლიგის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “სიონი” “ლუცერნს” დაუპირისპირდა. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვალერიან გვილია.
ვაკომ სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა. მის გუნდს 31-ე წუთზე გაუტანეს, თუმცა პირველი ნახევრის მეხუთე დამატებით წუთზე შიურპფმა ანგარიში გაათანაბრა. ამ მომენტში მას საგოლე გადაცემა სწორედ გვილიამ გაუკეთა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ “ლუცერნი” 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა