უგოლო ფრე “ენფილდზე” (ვიდეო)
“ენფილდზე” “ლივერპულსა” და “პორტუს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
წყვილის ბედი პირველივე შეხვედრაში გადაწყდა, რომელიც მერსისაიდულმა გუნდმა 5:0 მოიგო, საპასუხო მატჩს კი ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” მეტოქე 16 მარტს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (განმეორებითი მატჩი)
“ლივერპული” — “პორტუ” 0:0 (ორი მატჩის ჯამში 5:0)