WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (356323) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ჰენდერსონი: “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში”

თარიღი: მარტი 7, 2018

მერსესაიდის “ლივერპულმა” პორტუგალიაში მოგებული მატჩის შემდეგ (0:5) “პორტუს” შინ ფრე ეთამაშა (0:0) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზურსაც მშვიდად დაეუფლა. მატჩის შემდეგ პრესასთან “წითლების” კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ისაუბრა.

“მართალია, გამარჯვება ვერ შევძელით, მაგრამ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, რაც ჩვენთვის უმთავრესია. “პორტუ” კი კარგი თამაშისთვის აუცილებლად იმსახურებს აღიარებას.

უკვე სეზონის დასკვნით ფაზაში შევდივართ და მომდევნო თვეები უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩვენი თამაშით უნდა ვითამაშოთ და შედეგები თავისით მოვა.

მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ შეგვხვდება შემდეგ ეტაპზე. “ლივერპული” ნებისმიერ გუნდთან საბრძოლველად არის მზად. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ,” – აცხადებს ჰენდერსონი.



მსგავსი სიახლეები