“მანჩესტერ სიტი” შინ “ბაზელთან” დამარცხდა, მაგრამ მეოთხედფინალში ითამაშებს (ვიდეო)
“ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტისა” და “ბაზელს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა, რომელიც შვეიცარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
წყვილის ბედი პირველივე შეხვედრაში გადაწყდა, რომელიც “ქალაქელებმა” 4:0 მოიგეს, საპასუხო მატჩს კი ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, გოლი გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანა. მე-17 წუთზე მოჰამედ ელიუნუსიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 71-ე წუთზე მიხაელ ლანგმა ინგლისელთა კარში მეორე ბურთი გაიტანა და შვეიცარიელთა პრესტიჟი დაიცვა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” მეტოქე 16 მარტს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (განმეორებითი მატჩი)
“მანჩესტერ სიტი” — “ბაზელი” 1:2 (ორი მატჩის ჯამში 5:2)
გოლები: გაბრიელ ჟეზუსი 8′ — ელიუნუსი 17′, ლანგი 71′.