“ბაზელის” ფანებმა “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრები შეარცხვინეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში შვეიცარიულმა “ბაზელმა” ინგლისში “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეძლო, თუმცაღა მომდევნო ეტაპზე მაინც “ქალაქელები” გავიდნენ.
როგორც იცით, “სიტი” იშვიათად თუ აგებს ამ ტურნირზე და შესაბამისად, მისი ფანებიც განებივრებულები არიან – პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე წაგების გემო 2016 წლის დეკემბერში გასინჯა.
საინტერესოა, რომ მათთვის უცნაურ მდგომარეობაში მყოფი მოდუნებული ფანები შვეიცარიელმა გულშემატკივრებმა გამოიჭირეს და სიმღერაც მალევე შეთხზეს: “თქვენ მხოლოდ მაშინ მღერით, როცა იგებთ” – ერთხმად სკანდირებდა შვეიცარიელი ულტრასების ნაკრები მატჩის მიწურულს.
გეტყვით იმასაც, რომ “სიტის” ფანებზე მხოლოდ შვეიცარიელები არ ხალისობენ და “ქალაქელთა” გულშემატკივრებს პრემიერ ლიგელი კოლოგებიც ხშირად დასცინიან.